logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ასოციაცია: წლის პირველ კვარტალში ნუშსა და კაკალზე ფასები 15-20%-ით გაიზარდა

ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაცია წელს კაკლოვანი კულტურების მოსავლის გაორმაგებას ელის. ასოციაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 2023 წელს ქვეყანაში 2 000 ტონა ნუშის, ხოლო 2 500 ტონა კაკლის მოსავალი მოვიდა. თორნიკე ლათათიას ინფორმაციით, კაკლოვანი კულტურები როგორც საფასო, ისე ხარისხობრივი კუთხით ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებულ პროდუქციას კონკურენციას უწევენ.

„პროდუქტი, რომელსაც ვაწარმოებთ, 90% საექსპორტოა. ფასებს ადგენს საერთაშორისო ბაზარი და გვიწევს ამ მოცემულობაზე მორგება. თუმცა,  ტენდენცია ფასების ზრდისკენაა მიმართული.  2024 წლის პირველ კვარტალში დაახლოებით 15%-20%-ით გაიზარდა ფასები ნუშზეც და კაკალზეც.“-აღნიშნა თორნიკე ლათათიამ.

ქართული ნუშისა და კაკლის  ძირითადი სარეალიზაციო ბაზარი ევროპა და გალფის ქვეყნებია. მცირე რაოდენობით ქართული კაკლოვანი პროდუქტი მეზობელ ქვეყნებში და ინდოეთშიც იყიდება.

2023 წელს ნუშის ექსპორტისგან ქვეყანამ 3.5 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო და ჯამში, 800 ტონა ნუში გაიტანა ექსპორტზე.  რაც შეეხება კაკალს, 2023 წელს 570 ათასი დოლარის  ღირებულების 114 ტონა კაკალი გავიდა ექსპორტზე.

გამოგვყევით