ნებისმიერი უცხოური ღვინის ბაზარზე, მათ შორის, იაპონიასა და ჩინეთში ქართულ ღვინოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. როგორც იმერეთში, ჭიათურის რაიონ სოფელ ზოდში მდებარე მარან "ზოდი"-ს დამფუძნებელი, მეღვინე, გიგა ჭიღლაძე "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, ქართულ ღვინოს განსხვავებული გემოვნური თვისებები აქვს, რაც უცხოელ პოტენციურ მომხმარებლებს აინტერესებთ.
"ჩვენი უნიკალურობით და ღვინის გემოვნური თვისებებით ნებისმიერ ბაზარზე შეგვიძლია, თავი დავიმკვიდროთ. რა თქმა უნდა, ზემოთ ჩამოთვლილი საკუთარ ნიშად უნდა ვაქციოთ და უცხოურ ღვინის ბაზრებზე თავი ღირსეულად დავიმკვიდროთ. კონკურენციის ჭრილში, რომ ვისაუბროთ, უცხოურ ბაზარზე კონკურენცია - ყოველთვის ძალიან დიდია, თუმცა ევროპულ ბაზარზე, ჩვენი უნიკალურობა და ხარისხი ნიშად უნდა დამკვიდრდეს შემდეგ, ფასზე აქცენტის გაკეთებას ვეღარ შეძლებენ, მოგეხსენებათ, ხშირად ამბობენ, რომ უცხოურ ბაზარზე ქართული ღვინო, სხვა ქვეყნის პროდუქტთან შედარებით უფრო ძვირია.
ჩვენ რაც შეგვეხება, ამჟამად, უცხოეთში ექსპორტი გვაქვს: კანადაში, გერმანიაში, პორტუგალიაში. ნიდერლანდებში დეგუსტაციები გავიარეთ, რაც დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. ზოგადად, რაც უფრო გავფართოვდებით და ბევრ ქვეყანას მოვიცავთ ყველასთვის სასიკეთოა", - გიგა ჭიღლაძე.
ცნობისთვის, იმერეთში, ჭიათურის რაიონ სოფელ ზოდში მდებარე მარანი "ზოდი", 2019 წელს აშენდა, ღვინის ბაზარზე კი, 2021 წლიდან ოპერირებს.