logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე არხზე გაწმენდითი სამუშმიმდი თვის ბოლოსთვის დასრულდება

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე არხზე გაწმენდითი სამუშმიმდი თვის ბოლოსთვის დასრულდება

1754989985

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 2 კილომეტრამდე სიგრძის კოლექტორებისა და  შემკრები ქსელის გაწმენდით  სამუშაოებს ატარებს.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც მუნიციპალიტეტში ათეულ ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას გააუმჯობესებს და სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს.

სამუშაოები მიმდინარე თვის ბოლოსთვის დასრულდება.

2012-2024 წლებში, „საქართველოს მელიორაციის“ მიერ გურიის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად,  დრენირებულია  2175 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი.

გამოგვყევით