logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ქართული თხილის ექსპორტი 21%-ით გაიზარდა - წამყვანი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირია

ქართული თხილის ექსპორტი გაიზარდა, წამყვანი საექსპორტო ბაზრები კი ევროკავშირის ქვეყნებია.

"საქსტატის" მონაცემებით, საქართველომ 2024 წელს თხილისა და სხვა კაკლის ექსპორტიდან 105 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 21%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით. თხილი და კაკალი საქართველოს საექსპორტო კალათის პირველ ათეულში შედის და მისი წილი ექსპორტში 3.5%-ს შეადგენს.

ექსპორტიორ ქვეყნებში იტალია, ესპანეთი, გერმანია და საფრანგეთი ლიდერობს.

ქართული თხილისა და კაკლის საექსპორტო ბაზრები:

იტალია - 18,161 მლნ დოლარი
ესპანეთი - 14,569 მლნ დოლარი
გერმანია - 9,218 მლნ დოლარი
საფრანგეთი - 6,041 მლნ დოლარი
სომხეთი - 5,540 მლნ დოლარი

გამოგვყევით