logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"რეგიონების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა - წინსვლა, წლიდან წლამდე, თვალსაჩინოა" - ლაგოდეხის მერი

რეგიონების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა - წინსვლა,  წლიდან წლამდე, თვალსაჩინოა. იზრდება როგორც დაფინანსების, ისე განხორციელებული პროექტების რაოდენობა, - ამის შესახებ ლაგოდეხის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა. 

მისივე შეფასების, იმ გამოწვევების ფონზე, რაც ჯერ კიდევ არსებობს მისასალმებელია, რომ დამატებითი, ახალი პროგრამები განხორციელდეს.

"რეგიონული განვითარების კუთხით სახელმწიფოს სხვადასხვა ფონდი აქვს შექმნილი. შედეგები მიზნობრივი პროგრამების განხორციელების შემდეგ უფრო თვალსაჩინო იქნება, თუმცა რეგიონული განვითარების ფონდიდან ყველა მუნიციპალიტეტი და მათ შორის, ლაგოდეხიც ყოველ წლიურად გარკვეულ დაფინანსებას იღებს. ასევე, არსებობს სოფლის პროგრამების მხარდამჭერი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით 40 მლნ ლარია გამოყოფილი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს აქედან, 930 000 ლარი აქვს გამოყოფილი. აღნიშნულის თანხას, ჩვენ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვამატებთ და ერთიანი რესურსით ძალიან საინტერესო პროექტები ხორციელდება. ასევე, სოფლის მეურნეობის სააგენტო და სხვადასხვა სიპ-ი მრავალი მიმართულებით მუშაობს", - აცხადებს ჯონდო მდივნიშვილი. 

ლაგოდეხის მერის ინფორმაციით, სხვადასხვა პროგრამებთან ერთად, მუნიციპალიტეტში კადრების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გადამზადების პროგრამები აქტიურად მიმდინარეობს. 

"ვინც მუნიციპალიტეტის საჯარო სექტორში არის დასაქმებული ვფიქრობ, რომ კვალიფიკაციის კუთხით გამოწვევები არ გვაქვს. ჩვენ ბიუჯეტიდან თანხა გვაქვს გამოყოფილი, რითაც არსებული კადრების გადამზადება ხდება. გააჩნია რა გამოწვევების წინაშე ვართ. კანონმდებლობა იცვლება, სხვადასხვა უფლებამოსილების დელეგირება ხდება და ამას მზად უნდა დავხვდეთ", - აცხადებს ჯონდო მდივნიშვილი.

გამოგვყევით