logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"საქართველოდან $7.3 მლნ-ის ღირებულების 10.0 ათასი ტონა ვაშლია ექსპორტირებული" - სამინისტრო

"საქართველოდან $7.3 მლნ-ის ღირებულების 10.0 ათასი ტონა ვაშლია ექსპორტირებული" - სამინისტრო

1768550192

2025 წლის 1 აგვისტოდან 2026 წლის 13 იანვრის ჩათვლით, საქართველოდან  7.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით 10.0 ათასი ტონა ვაშლია ექსპორტირებული. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის რაოდენობა 28%-ით (2.2 ათასი ტონა), ხოლო ღირებულება 47%-ით (2.3 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში 1 კგ ვაშლის საშუალო საექსპორტო ფასი 0.73 $-ია, რაც 15%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

ძირითადი საექსპორტო ქვეყანა რუსეთია (9 197 ტონა); 540 ტონა ვაშლი ექსპორტირებულია  თურქეთში, 150 ტონა ბელარუსში, 83 ტონა სომხეთში და 21 ტონა ერაყში.

გამოგვყევით