logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

საქსტატი: სასაკლაოებში 153.1 ათასი სული პირუტყვი დაიკლა

საქსტატი: სასაკლაოებში 153.1 ათასი სული პირუტყვი დაიკლა

1794813888

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ცნობით, 2026 წლის III კვარტალში საქართველოში 119 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 19.3 პროცენტი მდებარეობდა კახეთის რეგიონში, 19.3 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 18.5 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 14.3 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონში, 7.6 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 6.7 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ხოლო 14.3 პროცენტი სხვა რეგიონებში იყო განთავსებული.

"გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2026 წლის III კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 153.1 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 25.0 პროცენტი – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 68.0 პროცენტი – ღორი, ხოლო 5.4 პროცენტი ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 1.6 პროცენტს შეადგენდა. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2 030.2 ათასი ერთეულით განისაზღვრა. სასაკლაოების მიერ 2026 წლის III კვარტალში 15.6 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 30.5 პროცენტი მოდიოდა
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 23.8 პროცენტი – ფრინველის ხორცზე, 44.9 პროცენტი – ღორის ხორცზე, 0.8 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი ეკავა. საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 9.3 ათას პირს, საიდანაც 43.2 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი, სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ კი 1 076 კაცი შეადგინა.
ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შემდეგნაირი იყო: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 48.2 ლარი, ღორის დაკვლის საფასური – 37.7 ლარი, ხოლო ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 17.5 ლარი. 2026 წლის III კვარტალში საქართველოში 432 ერთეული სამაცივრე მეურნეობა
ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც (51.9 პროცენტი) შიდა ქართლის რეგიონში იყო განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებული იყო ქ. თბილისში (10.9 პროცენტი), კახეთის რეგიონში (10.2 პროცენტი), აჭარის ა.რ.-ში (7.6 პროცენტი), სამეგრელოზემო სვანეთის რეგიონში (5.3 პროცენტი), იმერეთის რეგიონში (5.1 პროცენტი), ქვემო ქართლის რეგიონში (4.6 პროცენტი), სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (1.9 პროცენტი), გურიის რეგიონში (1.4 პროცენტი), მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (0.9 პროცენტი) და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (0.2 პროცენტი).

2026 წლის III კვარტალში მომსახურება გაეწია 374 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 1 296 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 2 388 კაცით განისაზღვრა. 2026 წლის III კვარტალის განმავლობაში სამაცივრეებში სულ შენახული (განთავსებული) იყო 138.9 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 29.9 პროცენტი – ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 25.5 პროცენტი – ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით, ქათმის ხორცის გარდა), 16.7 პროცენტი – ხილი და ბოსტნეული, 15.6 პროცენტი – თევზეული, 8.4 პროცენტი – რძის პროდუქტები და 3.8 პროცენტი – სხვა პროდუქტები:

2026 წლის III კვარტალში სამაცივრე მეურნეობებში შენახული პროდუქციის მთლიანი მოცულობიდან 21.8 პროცენტს – საკუთარი წარმოების, 24.7 პროცენტს – შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული, ხოლო 53.4 პროცენტს მომსახურების სახით შენახული პროდუქცია შეადგენდა. ამავე პერიოდში, მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა 7.5 მილიონი ლარი შეადგინა. 

2026 წლის III კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულ იქნა 303.9 მილიონი ლარის ღირებულების პროდუქცია (37.9 ათასი ტონა), საიდანაც, ღირებულებით გამოსახულებაში, იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 31.0 პროცენტი, საკუთარი წარმოების პროდუქციამ – 22.0 პროცენტი, ხოლო გაყიდვის მიზნით შესყიდულმა (ადგილობრივი) პროდუქციამ – 47.1 პროცენტი. ამასთან, საანგარიშო პერიოდში, სამაცივრეების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის მთლიანი მოცულობის 66.9 პროცენტი მოდიოდა ხორცსა და ხორცპროდუქტებზე (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით). ამავე პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდული
იმპორტირებული პროდუქციის მთლიან ღირებულებაში მნიშვნელოვანი წილი ხორცსა და ხორცპროდუქტებზე (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (29.1 პროცენტი), რძის პროდუქტებზე (23.2 პროცენტი), ქათმის ხორცზე (გაყინულის ჩათვლით) (16.1 პროცენტი) და თევზეულზე (11.0 პროცენტი) მოდიოდა. საანგარიშო პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ უცხო ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 5.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში გაყიდული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 1.8 პროცენტს შეადგენდა. საზღვარგარეთ ძირითადად რეალიზებულ იქნა ხილი და ბოსტნეული. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) ივლისში შეადგენდა 57.5 პროცენტს, აგვისტოში – 54.3 პროცენტს, ხოლო სექტემბერში – 47.4 პროცენტს",-აღნიშნულია ინფორმაციაში. 

გამოგვყევით