logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

GCCA სკოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს აგრძელებს

GCCA სკოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს აგრძელებს

1794812700

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) წარმომადგენლებმა, სააგენტოს სასწავლო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, 10-11 ნოემბერს, საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები თბილისში, ორ საჯარო სკოლაში - სსიპ ქალაქ თბილისის N86 და სსიპ ქალაქ თბილისის N24 საჯარო სკოლებში
გამართეს. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს. 

მათი ცნობით, შეხვედრების ფარგლებში, მოსწავლეებმა კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის ძირითად საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია.

პრეზენტატორებმა ისაუბრეს ჯანსაღი კონკურენციის მნიშვნელობის, კონკურენციის პოლიტიკის ძირითადი პრინციპების, კონკურენციის შემზღუდველი პრაქტიკების გამოვლენისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების შესახებ. მოსწავლეებს განემარტათ, თუ რა გავლენა აქვს კონკურენციას მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე და როგორ უწყობს კონკურენტული გარემო ხელს მომხმარებლისთვის უკეთესი ფასის, ხარისხისა და არჩევანის შეთავაზებას.


"თბილისის N86 საჯარო სკოლაში შეხვედრა სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ნინი ცაბუტაშვილმა და ეკონომიკური კონკურენციის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა სალომე კუპატაძემ წარადგინეს, ხოლო N24 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ინფორმაცია მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ნუცა ფუტკარაძემ და იურიდიული დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა რამაზ რაზმაძემ მიაწოდეს. მომხმარებლის უფლებების მიმართულებით, პრეზენტატორებმა განიხილეს მოვაჭრის ვალდებულებები და ონლაინ ვაჭრობის წესები, მათ შორის, 14 დღის განმავლობაში ნივთის უპირობოდ დაბრუნების უფლება და კანონით გათვალისწინებული საგარანტიო პირობები. სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს გააცნეს GCCA-ის საქმიანობა და ელექტრონული რესურსები, რომლებიც მათ, როგორც მომხმარებლებს, საკუთარი უფლებების დაცვასა და ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სააგენტოს საგანმანათლებლო ვებპორტალს - კონკურენციის ონლაინ ლექსიკონსა და ფასების შედარების პორტალ „ეკალათას“, მათ ფუნქციებსა და პრაქტიკულ გამოყენებას. საჯარო სკოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარება GCCA-სა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულებაა.  თანამშრომლობის მიზანია კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე სკოლის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება და შესაბამისი ცოდნის ხელმისაწვდომობის გაზრდა. გარდა თბილისისა, შეხვედრები იმართება შემდეგ რეგიონებში: კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო - ზემო სვანეთი",-აღნიშნულია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოგვყევით