logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

საქსტატი: რძის წარმოება 1.1%-ით გაიზარდა

საქსტატი: რძის წარმოება 1.1%-ით გაიზარდა

1794813284

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის III კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 5.5 პროცენტით შემცირდა და 771.0 ათასი სული შეადგინა. 

საქსტატის ცნობით, აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 368.1 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 7.9 პროცენტით ჩამორჩება. 
"ღორის რაოდენობა 170.4 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 10.6 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.1 პროცენტით
შემცირდა და 9.8 მილიონი ფრთა შეადგინა",-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის III კვარტალში რძის წარმოებამ 160.2 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.1 პროცენტით მეტია.

"ხორცის წარმოებამ 19.6 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2025 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.5 პროცენტით მეტია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 198.0 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 14.7 პროცენტით მეტია",-აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოგვყევით