logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

სოფელ ხირსაში დამშრობი არხის 1500-მეტრიანი მონაკვეთი დანალექი გრუნტისგან იწმინდება

სოფელ ხირსაში დამშრობი არხის 1500-მეტრიანი მონაკვეთი დანალექი გრუნტისგან იწმინდება

1780043577

საქართველოს რეგიონებში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. შპს „საქართველოს მელიორაცია“ სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხირსას ტერიტორიაზე არსებულ დამშრობ არხს დანალექი გრუნტისგან წმენდს. არხის 1500-მეტრიანი მონაკვეთი სრულად გათავისუფლდება დროთა განმავლობაში დალექილი ქვიშისა და ნაგვის ფენისგან, რაც წყლის შეგუბებას და მიმდინარე ტერიტორიების დაჭაობებას იწვევდა.

სამუშაოების დასრულების შემდეგ  არხში გამტარუნარიანობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. შედეგად, 100 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო  მიწის ფართობზე ადგილობრივი ფერმერები შეძლებენ თავიდან აიცილონ უხვი ნალექით გამოწვეული ზიანი და აწარმოონ ხარისხიანი მოსავალი.

სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია მიზნად ისახავს ადგილობრივი  წარმოებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერას.

გამოგვყევით