logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

SmartSense ინდუსტრიულ ობიექტებს ხარვეზების შესახებ ინფორმაციას წინასწარ მიაწვდის

ინოვაციურმა სტარტაპმა SmartSense, რომელიც ინდუსტრიულ ობიექტს  ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, მოსალოდნელი ხარვეზის შესახებ ინფორმაციას წინასწარ ატყობინებს, 150 000 ლარიანი GITA-ს გრანტი მოიპოვა.

როგორც სტარტაპის მარკეტინგის ხელმძღვანელმა, მაია ბენიამ გადაცემა "ბიზნეს პოსტთან" განაცხადა, საქართველოს ფარგლებს გარეთ მსგავსი ტიპის სერვისი უკვე არსებობს. შესაბამისად, იდეა გაჩნდა, რომ მსგავსი ტიპის შეთავაზება საქართველოშიც ყოფილიყო .

მისივე ცნობით, როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოშიც დაინტერესება ძირითადად დიდი და მასიური შენობების მხრიდანაა, სადაც გათბობა/ გაგრილების სისტემები ფუნქციონირებს. შენობა კი რთულ მდგომარეობაში მაშინ აღმოჩნდება, როდესაც ამ ტიპის პრობლემების წინაშე დგება. ამ პრობლემას შემდეგ დიდი ფულადი ზარალი და დროში გაჭიანურებული პროცესები მოჰყვება.

"ეს არის ე.წ. Software-ზე (კომპიუტერული სისტემის მუშაობასთან დაკავშირებული პროგრამების, პროცედურების და რუტინების მთელი ნაკრები) დამყარებული სერვისი. ტექნიკურად სისტემური პრობლემის დადგენა ხდება, რომელიც Hardwere-დან (გარე და შიდა მოწყობილობები და აღჭურვილობა, რომლებიც საშუალებას გაძლევთ შეასრულოთ ძირითადი ფუნქციები, როგორიცაა შეყვანა, შენახვა, კომუნიკაცია, დამუშავება და სხვა.) soft-ზე გადადის, ამით კი ხდება როგორც არსებული პრობლემების, ასევე მოსალოდნელი პრობლემების გენერირება.  ეს ადამიანებს საშუალებას აძლევს აპლიკაციის საშუალებით პრობლემა დაინახონ. სწორედ soft-ზე პრობლემების გენერირება იყო ის  მთავარი ინოვაციურობა, რამაც GITA-ს 150 000 ლარიანი გრანტი მოგვაპოვებინა," - აცხადებს მარკეტინგის ხელმძღვანელი.

რაც შეეხება თავად გრანტს, სტარტაპის გენერალური დირექტორის, მაია ბენიას ინფორმაციით, მოხდება Hardware მოწყობილობების შეძენა და ასევე დეველოპერული გუნდის მობილიზება, რომლების Soft-ს დააფორმირებს.

მისივე განმარტებით, კომპანია  განვითარების მიმართულებით აქტიურ მუშაობას აპირებს, რის შესაბამისადაც სხვადასხვა ქართულ და უცხოურ საგრანტო პროგრამებში მონაწილეობას გეგმავს. 

გამოგვყევით