logo
Loading data...
მთავარი ტექნოლოგიები

სტატია

GITA-ს ინიციატივით სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბანაკი გაიმართება

GITA-ს ინიციატივით სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბანაკი გაიმართება

1779115644

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) სრული დაფინანსებითა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) თანამშრომლობით, მიმდინარე წლის 17-22 აგვისტოს სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბანაკი გაიმართება, რომელშიც ქართველი და საერთაშორისო მენტორები, ლექტორები და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლები ჩაერთვებიან.

AI ბანაკი საერთო ჯაში 60 სტუდენტს უმასპინძლებს, მათ შორის 40 სტუდენტი საქართველოს მასშტაბით შეირჩევა, ხოლო 20 მონაწილე საერთაშორისო სტუდენტი იქნება. აღნიშნული პროგრამა მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნონ ხელოვნური ინტელექტის, მანქანური სწავლების, კიბერუსაფრთხოების, AI ეთიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების პრაქტიკულ მიმართულებებს, იმუშაონ გუნდურად რეალურ გამოწვევებზე და მენტორებთან ერთად შექმნან ინოვაციური იდეები.

პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ ვორქშოფებს, AI და მანქანური სწავლების შეხვედრებს, ვირტუალურ სესიებს, Spatial-ის პლატფორმაზე აქტივობებს, მეწარმეობისა და პროდუქტის განვითარების მოდულებს, “ფიჩინგის” პრაქტიკულ სესიებსა და სხვადასხვა ინტერკულტურულ, სპორტულ და შემოქმედებით აქტივობას.

ბანაკის მიზანია სტუდენტებს გააცნოს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით არსებული საერთაშორისო ტენდენციები და პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობები, განუვითაროს შესაბამისი ტექნიკური, ანალიტიკური და სამეწარმეო უნარები და ჩართოს ისინი AI-ზე ორიენტირებულ ტრენინგებსა და პრაქტიკულ ვორქშოპებში. ასევე, შეიქმნას გარემო, სადაც მონაწილეები შეძლებენ საერთაშორისო გუნდების ფორმირებას და რეალური პრობლემების გადაჭრის გზებზე მუშაობას.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს სრულად დაფინანსებულ „ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბანაკს სტუდენტებისთვის“.

სარეგისტრაციო ფორმა, რეგისტრაციის ბოლო დღე - 15.06.2026.

"აზერბაიჯანთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე ისტორიული შეთანხმება გავაფორმეთ, რომელიც გაზის სექტორში 20-წლიან ხელშეკრულებას გულისხმობს" - მარიამ ქვრივიშვილი

"აზერბაიჯანთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე ისტორიული შეთანხმება გავაფორმეთ, რომელიც გაზის სექტორში 20-წლიან ხელშეკრულებას გულისხმობს" - მარიამ ქვრივიშვილი

გამოგვყევით