logo
Loading data...
მთავარი ტექნოლოგიები

სტატია

GITA-ს ორგანიზებით, ქართული სტარტაპების განაცხადების მიღება - Web Summit 2026-ში მონაწილეობის მისაღებად მიმდინარეობს

GITA-ს ორგანიზებით, ქართული სტარტაპების განაცხადების მიღება - Web Summit 2026-ში მონაწილეობის მისაღებად მიმდინარეობს

1780314700

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დაფინანსებით, 6 ქართული სტარტაპი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიება Web Summit-ში მონაწილეობას მიიღებს, რომელიც პორტუგალიის ქალაქ ლისაბონში გაიმართება.

Web Summit წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიებას მსოფლიოში, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს 70,000-ზე მეტ მონაწილეს, ათასობით სტარტაპს, წამყვან ინვესტორსა და საერთაშორისო კომპანიას 160-ზე მეტი ქვეყნიდან. სამიტი გლობალური პლატფორმაა ინოვაციებისა და ტექნოლოგიური იდეების გასაზიარებლად, ახალი პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად და მსოფლიოს ტექნოლოგიური ეკოსისტემების გასაერთიანებლად.

სააგენტოს მიერ შერჩეული სტარტაპები შეძლებენ, დაესწრონ Web Summit-ის აქტივობებს, მათ შორის, კონფერენციებს, „ნეთვორქინგ“ ღონისძიებებსა და შეხვედრებს, ასევე მონაწილეობა მიიღონ pitching-ის კონკურსში და საკუთარი იდეები წარადგინონ საერთაშორისო ინვესტორებისა და ინდუსტრიის ლიდერების წინაშე.

სააგენტოს მიერ შერჩეული ექვსი სტარტაპის გარდა,  Web Summit - ზე დასწრება სხვებსაც შეეძლება.

წელს ლისაბონში, საქართველო კიდევ ერთხელ წარდგება მასშტაბური ეროვნული პავილიონით, ინიციატივის „StartUP in Georgia“ ფარგლებში. აღნიშნული ინიციატივის მთავარ მიზანს საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს, როგორც ძლიერი რეგიონული ტექნოლოგიური ჰაბის პოზიციონირება წარმოადგენს, სადაც შექმნილია ხელსაყრელი გარემო ინოვაციებისა და სტარტაპების განვითარებისთვის.

ტექნოლოგიურ სამიტზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 ივნისი. დაინტერესებულ სტარტაპებს განაცხადის შევსება შეუძლიათ მითითებულ ბმულზე: https://apps.mygita.ge/zs/gzDBjk

გამოგვყევით