logo
Loading data...
მთავარი ტექნოლოგიები

სტატია

ქართველი ახალგაზრდები სამხრეთ კორეაში რობოტიკის საერთაშორისო ჩემპიონატზე First Global Challenge მიიღებენ მონაწილეობას

ქართველი ახალგაზრდები სამხრეთ კორეაში რობოტიკის საერთაშორისო ჩემპიონატზე First Global Challenge მიიღებენ მონაწილეობას

1791175020

თბილისისა და ქუათაისის სკოლების მოსწავლეებით დაკომპლექტებული საქართველოს ეროვნული გუნდი სამხრეთ კორეის ქალაქ ინჩეონში რობოტიკის საერთაშორისო ჩემპიონატზე First Global Challenge-ზე იასპარეზებს. 

FIRST Global Challenge რობოტიკის საერთაშორისო ჩემპიონატია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებს აერთიანებს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის - STEM-ის - გარშემო.

FIRST Global ქმნის გარემოს, სადაც სხვადასხვა ეროვნებისა და კულტურის მქონე ახალგაზრდები ხვდებიან ერთმანეთს, ქმნიან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, სწავლობენ თანამშრომლობას და ერთად ეძებენ გზებს იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც მთელ მსოფლიოს ეხება.
FIRST Global Challenge-ის წლევანდელ ჩემპიონატში მსოფლიოს 200-მდე სხვადასხვა ქვეყნის გუნდი მიიღებს. 

2026 წლის ჩემპიონატის თემაა „Igniting Innovations“, რომელიც დაკავშირებულია ტყის ხანძრებისა და მათი შედეგების გამოწვევებთან. მსოფლიოს გუნდები ერთმანეთს არა მხოლოდ მოედანზე შეხვდებიან, არამედ იმუშავებენ ერთობლივ მიზნებზე, გაცვლიან გამოცდილებას და ერთმანეთისგან ისწავლიან. 

საქართველოს ეროვნული გუნდი ახალგაზრდა ქართველი ინოვატორებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით არიან დაინტერესებული - რობოტიკით, პროგრამირებით, ინჟინერიით, ფიზიკით, ტექნოლოგიებითა და ინოვაციებით.

გუნდის თითოეული წევრისთვის  2026 წლის FIRST Global Challenge კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ მიღებული ცოდნა რეალურ პროექტში გამოიყენოს და საქართველოს სახელი კიდევ ერთხელ გაიტანოს რობოტიკის საერთაშორისო სცენაზე.

საქართველოს FIRST Global-ის ისტორია არაერთ მნიშვნელოვან შედეგს მოიცავს. განსაკუთრებით გამორჩეული იყო 2018 წლის FIRST Global Challenge მეხიკოში, სადაც საქართველოს გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა მონაწილე 180-ზე მეტ გუნდს შორის. 

საქართველოს გუნდმა ასევე წარმატებით იასპარეზა 2019 წლის FIRST Global Challenge-ზე დუბაიში, რომლის თემა ოკეანეების დაბინძურებასა და გარემოს დაცვას უკავშირდებოდა, გუნდმა გაერთიანებული სამეფოსა და კატარის გუნდებთან ერთად ფინალისტთა ალიანსში მეორე ადგილი მოიპოვა.

2022 წელს საქართველოს გუნდმა International Enthusiasm Award-ის ბრინჯაოს მედალი მიიღო - ჯილდო, რომელსაც გუნდებს სხვა მონაწილეების მხარდაჭერისა და საერთაშორისო თანამშრომლობისთვის გადასცემენ. 

2025 წელს Team Georgia-მ მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა და Katherine Johnson Award for Engineering Documentation-ის ვერცხლის მედალი დაიმსახურა, რომელიც გუნდის საინჟინრო მუშაობისა და მისი დოკუმენტირების ხარისხს აფასებს. ასევე, გუნდმა ჯილდო მიიღო Social Media Challenge-შიც.

გამოგვყევით