logo
Loading data...
მთავარი ტექნოლოგიები

სტატია

როგორ ჩავრთოთ საზღვარგარეთ მოგზაურობისას მობილური ინტერნეტი

როგორ ჩავრთოთ საზღვარგარეთ მოგზაურობისას მობილური ინტერნეტი

1735037876

საზღვარგარეთ მოგზაურობისას აუცილებლად დაგჭირდება მობილური ინტერნეტი. ამიტომ, აჯობებს თადარიგი წინასწარ დაიჭირო და MB-ები დანიშნულების ადგილას ჩასვლამდე შეიძინო. მობილური ოპერატორები აბონენტებს სხვადასხვა ინტერნეტ პაკეტებს სთავაზობენ. ტარიფები მორგებულია განსხვავებული საჭიროების მომხმარებელზე. ასე რომ, არჩევანში შეზღუდული არ ხარ. გაინტერესებს, როგორ შეძლებ სამოგზაურო ინტერნეტის გააქტიურებას? დღეს ამის სწრაფ და მარტივ გზას გასწავლით. 

რა არის სამოგზაურო ინტერნეტი

სამოგზაურო ინტერნეტი სპეციალურად მოგზაურებისა და ტურისტების საჭიროებებზეა  მორგებული. ხელმისაწვდომია ცალკეული ქვეყნებისთვის, რეგიონებისთვის ან საერთაშორისო გამოყენებისთვის. MB-ებით სარგებლობას მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში შეძლებ. ამისთვის ფიზიკური SIM ბარათი ან ელექტრონული eSIM უნდა შეიძინო. eSIM-ი ელექტრონული SIM-ია, რომლის გააქტიურებაც მობილური პარამეტრებიდან, სრულად დისტანციურად ხდება. სერვისები მოიცავს როგორც სტანდარტულ, ასევე ულიმიტო პაკეტებს. 

რა უპირატესობებს გვთავაზობს სამოგზაურო ინტერნეტი

ერთი შეხედვით, შეიძლება იფიქრო, რომ სამოგზაუროდ მობილური ინტერნეტის ჩართვა სრულებითაც არ არის საჭირო. ისედაც თავისუფლად შეძლებ სასტუმროს, აეროპორტისა და ლოკალური კაფე-ბარების Wi-Fi-ით სარგებლობას. თუმცა, ნურც ის დაგავიწყდება, რომ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში გადატვირთული მოხმარების გამო შენი კავშირი ვერ იქნება უწყვეტი. თუ ინტერნეტი შეფერხებით ფუნქციონირებს, ამან შეიძლება საკმაოდ დაგაზარალოს. გარდა ამისა, ინტერნეტთან კავშირი გზის გაკვლევის მიზნითაც შეიძლება დაგჭირდეს. MB-ების გარეშე გაგიჭირდება უცხო ქუჩებში ნავიგაცია. მსგავსი შემთხვევები რომ თავიდან აირიდო და მოგზაურობის განმავლობაში, უსაფრთხო, მუდმივი კავშირი შეინარჩუნო, გირჩევთ, როუმინგ ინტერნეტის გააქტიურებას. 

როგორ გავიაქტიუროთ როუმინგ ინტერნეტი

როუმინგ ინტერნეტის გააქტიურებას სწრაფად და მარტივად შეძლებ. ამისთვის უნდა გაიარო რეგისტრაცია შენ მიერ შერჩეული მობილური ოპერატორის ვებგვერდზე. შემდეგ ირჩევ სასურველ პაკეტს და იხდი MasterCard/VISA ბარათით. თუ ფიზიკური SIM ბარათის შეძენა გსურს, შეგიძლია თავად გაიტანო მომსახურების წერტილიდან ან ისარგებლო საკურიერო მომსახურებით. eSIM-ის შემთხვევაში, ავტომატურად გადახვალ პირადი კაბინეტის გვერდზე, სადაც გამოტანილი იქნება eSIM-ის QR კოდი. QR კოდის გამოყენება და კონკრეტული eSIM-ის გააქტიურება მობილურში ხდება ერთჯერადად. 

შეჯამება

როგორც ხედავ, მობილური ინტერნეტის ჩართვა უმარტივესი პროცესია. როუმინგ ინტერნეტი შენს მოგზაურობას უფრო სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს. მისი დახმარებით, საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში მუდმივი კავშირი გექნება შენს საყვარელ ადამიანებთან, შთაბეჭდილებებს მეგობრებს გაუზიარებ, Google Maps-ის გამოყენებით ქუჩებში თავისუფლად იმოძრავებ და არც მუშაობაში შეგეშლება ხელი. ასე რომ, აღარ გადადო. იპოვე შენზე მორგებული ინტერნეტ პაკეტი და ახლავე შეიძინე MB-ები.

გამოგვყევით