logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგას გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დასრულდება - ბიუჯეტი ₾15.3 მლნ-ზე მეტია

ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგას გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დასრულდება - ბიუჯეტი ₾15.3 მლნ-ზე მეტია

1782715924

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგას საავტომობილო გზის 11 კილომეტრიანი მონაკვეთის (კმ5-კმ15) სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო გზა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ სიღნაღის მიმდებარე ტერიტორიაზე გადის. იწყება სოფელ ჭოტორის დასავლეთით, გაივლის სოფლებს - ჭოტორსა და ნუკრიანს და მთავრდება ქალაქ სიღნაღის სამხრეთით, ერეკლე მეორის ქუჩის მიმდებარედ.

პროექტით გათვალისწინებულია გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, ზედა და ქვედა საყრდენი კედლების, წყალგამტარი მილების, ავტობუსის გასაჩერებელი პავილიონების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების და საგზაო ნიშნების მოწყობა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 15.3 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.

გამოგვყევით