logo
Loading data...

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

1711694608

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აკეთის თემის სოფლების წყალმომარაგების სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაო პროცესი ადგილზე კომპანიის ხელმძღვანელობამ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოინახულეს, - ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. 

პროექტით გათვალისწინებულია: წყალმომარაგების ქსელის, სატუმბი სადგურის, რეზერვუარებისა და ყველა სხვა საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა. დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და მისი დასრულება 2024 წლის მაისის თვეშია დაგეგმილი. შედეგად, სოფლების: აკეთის, ჯურუყვეთისა და ღრმაღელეს  1990 ბენეფიციარი 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

გურიის რეგიონში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობა - რეაბილიტაციის კუთხით 7 პროექტი მიმდინარეობს.

ამ ეტაპისთვის ხუთი პროექტის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი შესრულებულია და მათი დასრულება  2024 წელს იგეგმება. ორი პროექტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2024 წელს დაიწყება და ეტაპობრივად,  2026 წლის ბოლომდე დასრულდება.

აღნიშნული პროექტებისთვის სახელმწიფო დაფინანსებით ჯამურად 115 მლნ. ლარი იხარჯება, რომელთა დასრულების შემდგომ გურიის რეგიონის 44 000 -მდე ბენეფიციარი  ახალი ინფრასტრუქტურითა და 24 საათიანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით