logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ" "ამბასადორი აილენდ ბათუმის" განაშენიანების დეტალური გეგმა დაამტკიცა

"სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ" "ამბასადორი აილენდ ბათუმის" განაშენიანების დეტალური გეგმა დაამტკიცა

1735215712

სსიპ „სივრცითი და ურბანული განვითარების სააგენტომ“ „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ განაშენიანების დეტალური გეგმა დაამტკიცა.

გავრცელებული ინფორმაციით, იგი მოიცავს ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექსის განაშენიანების გეგმას.

გეგმის მიხედვით, განაშენიანება 84 ჰექტარ ფართობზე განხორციელდება.

"ამბასადორი აილენდ ბათუმის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის განაშენიანების დეტალური გეგმა დამტკიცდა, რომელიც კუნძულზე მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექსის განაშენიანებას ითვალსიწინებს. სსიპ „სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს" მიერ დამტკიცებულ განაშენიანების გეგმაზე, ქალაქგეგმარების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილებითა და ინოვაციური გეგმარებითი გადაწყვეტებით გამორჩეულმა, ბრიტანულმა კომპანია ARUP-მა იმუშავა.

პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა კი, COLLIERS ლონდონისა და თბილისის ოფისების ერთობლივი მუშაობის შედეგად განხორციელდა.მასშტაბური პროექტი, 7000-ზე მეტ ადგილობრივს დაასაქმებს და აჭარის რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს,"-აღნიშნულია გავრცეკებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, ბათუმში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის განხორციელება 2021 წლის ოქტომბერში დაანონსდა, რომელიც ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის შექმნას მოიცავს, სადაც  აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების, კომერციული, გასართობი, სპორტული, საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელ-სამკურნალო, საცხოვრებელი და ტურისტულ-რეკრეაციული  ინფრასტრუქტურა.

პროექტის პირველი ფაზის განსახორციელებლად $100 მილიონის ინვესტიციას კომპანია "ამბასადორი" განახორციელებს.

პროექტის მიხედვით, სამხრეთ ნახევარკუნძულის სავარაუდო ფართი - 20,0 ჰა-მდე იქნება, ჩრდილოეთ ნახევარკუნძულის სავარაუდო ფართი - 20,0 ჰა-მდე, კუნძული „ღუზა“ ფართი -10,0 ჰა-მდე, დამცავი მოლის სიგრძე - 1,3 კმ-ი იქნება.

გამოგვყევით