logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

თბილისში, ვაზიანის ტერიტორიაზე, ახალი საერთაშორისო აეროპორტი 2029 წელს გაიხსნება

თბილისში, ვაზიანის ტერიტორიაზე, ახალი საერთაშორისო აეროპორტი 2029 წელს გაიხსნება

1724155140

თბილისში, ვაზიანის ტერიტორიაზე, ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება, რომელიც 2029 წელს გაიხსნება.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა საკუთარ Facebook გვერდზე ავრცელებს. 

"აეროპორტი პირველ ეტაპზე, წლიურად, 10 მლნ-მდე, ხოლო მეორე ფაზის დასრულების შემდეგ კი - 20 მილიონამდე მგზავრის გატარებას შეძლებს. შიდა და საერთაშორისო მოგზაურების გაზრდილი ნაკადების გამო, სახელმწიფო განაგრძობს შიდა ფრენების სტიმულირებას და ავიაბილეთების ფასების სუბსიდირებას, ასევე რეგიონული აეროპორტების მშენებლობასა და განვითარებას,"-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიმდინარე წლის 8 აპრილის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ რამდენიმე წელიწადში თბილისს სრულიად ახალი, ულტრათანამედროვე აეროპორტი ექნება.

პრემიერის განცხადებით, ახალი აეროპორტის მშენებლობა იძლევა 19 მილიონამდე მგზავრების რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობას შემდგომი გაფართოების პერსპექტივით.

მსგავსი სიახლეები

გამოგვყევით