logo
Loading data...

"აგარის შაქარმა" მუშაობა განაახლა

"აგარის შაქარმა" მუშაობა განაახლა

1716457080

"აგარის შაქრის" ქარხანამ მუშაობა განაახლა - ამის შესახებ ‘’ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრმა ნიკოლოზ ნათბილაძემ განაცხადა.

კომპანია საწარმოო პროცესის დაწყებას კომპანია აპრილში ვარაუდობდა, თუმცა პროცესმა მცირე ხნით გადაიწია. ამ ეტაპზე  კომპანიის  მიერ წარმოების შეჩერება  გეგმურ რემონტს უკავშირდებოდა, რომელიც ქარხანაში მიმდინარე წლის მარტში დაიწყო.

ცნობისთვის, საქართველოში შაქრის ერთადერთი მწარმოებელია კომპანია “აგარის შაქარი"  შიდა ქართლში, სოფელ აგარაში მდებარეობს. კომპანიის საკუთრებაშია გადამმუშავებელი ქარხანა, რის პარალელურად მზა შაქრის იმპორტითაც არის დაკავებული.

სოფო ქსოვრელი

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით