logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

Gastronome: პანეტონეებზე მოთხოვნა გაზრდილია, ხალხმა დღესასწაულისთვის მზადება, გასულ წელთან შედარებით, უფრო ადრე დაიწყო

აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად სხვადასხვა საკონდიტროს თუ  ქსელური მაღაზიების მხრიდან პასკებზე შეთავაზებები სულ უფრო აქტიურდება.

„ბიზნესპარტნიორი“  დაინტერესდა დაიწყო თუ არა ბაზარზე  პასკების წარმოება/რეალზიაცია  და როგორი პასკებია  აქტუალური.

როგორც “გასტრონომ ჯგუფის” მარკეტინგის მენეჯერი ნინი ბერძენიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, კომპანია მომხმარებლებს ისეთ ექსკლუზიურ პანეტონეებს სთავაზობს, რომლებიც Dolce&Gabbana-სა და Fiasconaro-ს,  Vogue Italia-სა და Pasticceria San Carlo-ს კოლაბორაციით შექმნილი დიზაინითაა წარმოდგენილი.

“Gastronome-ში აღდგომის დღესასწაულისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით. ჩვენთან მომხმარებლებს ექსკლუზიური დიზაინის და განსაკუთრებული გემოს პანეტონეების შეძენა შეუძლიათ. ასევე, ჩვენს მომხმარებლებს შოკოლადების მრავალფეროვან არჩევანს ვთავაზობთ სააღდგომო შეფუთვით.

ამ ეტაპზე 4 ბრენდის ქვეშ გვაქვს გაერთიანებული 10-ზე მეტი დასახელების პანეტონე. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის ხარისხი მნიშვნელოვანია, არჩევანი ერთ-ერთ საუკეთესო ხარისხისის მომწოდებლებზე შევაჩერეთ და ჩვენი პანეტონეების სრული ასორტიმენტი იტალიიდანაა.

ჩვენი გუნდისთვის პროდუქტების არჩევისას, ხარისხი და ვიზუალი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. მომხმარებლებს ასევე ვთავაზობთ Cipriani-სა და Loison-ის პანეტონეებს და სააღდგომო შოკოლადებს გამორჩეული შეფუთვით. 

პანეტონეების მინიმალური ღირებულება 9.95 ლარიდან იწყება და 100 გრამიანი შეფუთვით გვაქვს წარმოდგენილი. Loison-ის ბრენდის 1 კილოგრამიანი პანეტონეს ფასია 39.90, ხოლო D&G, Cipriani და Vogue-ის შეფუთვების ფასები 139-დან 219 ლარამდე მერყეობს. მაქსიმალური ზომის, 5 კილოგრამიანი პანეტონე 499 ლარი ღირს“, - აცხადებს ნინი ბერძენიშვილი.

მისივე შეფასებით, წლევანდელი წლის გაყიდვების დინამიკა გასული წლის აღდგომის პერიოდთან შედარებით მზარდია.

„ხალხმა უფრო ადრე დაიწყო დღესასწაულისთვის მზადება და სააღდგომო პროდუქტების შეძენა. გვაქვს როგორც საცალო, ისე კორპორატიული გაყიდვებიც. სწორედ ამიტომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოთხოვნაც ჩვენს პროდუქციაზე წინა წელთან შედარებით გაზრდილია“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, “გასტრონომ ჯგუფი” პრემიუმ დელიკატესების 6 მაღაზიას, განსხვავებული კონცეფციის 3 რესტორანს და სახლის დეკორისა და სამზარეულოს აქსესუარების კონცეპტუალურ შოურუმს აერთიანებს. კომპანია, რომლის ბიზნესკონცეფცია არის კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარება, უკვე მეხუთე წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით პოზიციონირებს.

მომხმარებლებს პროდუქციის შეძენა გასტრონომის მაღაზიების გარდა ონლაინ,  WOLT - ზეც შეუძლიათ.

გამოგვყევით