logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ISTORIA WINE თბილისში პირველ ბრენდულ მაღაზიას გაზაფხულზე გახსნის

ISTORIA WINE თბილისში ბრენდულ მაღაზიას დაახლოებით, 1 თვეში გახსნის, სადაც მომხმარებლები ღვინის დეგუსტაციასაც შეძლებენ. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ISTORIA WINE-ს თანადამფუძნებელმა ანა კამინსკენემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, პროდუქციის რეალიზება კომპანიის ოფისიდან ხდება და ასევე, ISTORIA WINE-ის ღვინო ხელმისაწვდომია რესტორნებში, კაფე-ბარებსა და ქსელურ მარკეტებში.

წარმოებაშია ბრჭყვიალა ნახევრად ტკბილი ღვინო, რომელსაც აქვს 8 განსხვავებული ფერი .ასევე ოქროს ფირფიტებით მშრალი ღვინო. ოქროს შემადგენლობით ღვინის წარმოება ოქტომბრის თვეში დავიწყეთ. მან ძალიან მალე მოიპოვა მომხმარებლის მოწონება. პროდუქციის რეალიზება ხდება ჩვენი ოფისიდან, ასევე რესტორნებში და კაფე-ბარებში. შეგვაქვს ქსელურ მარკეტშიც. მიწოდების სერვისი მოქმედებს სრულიად საქართველოს მასშტაბით და არა მხოლოდ. შეკვეთები გვაქვს ევროპის ქვეყნებიდან და აქტიურად გვიწევს გაგზავნა იტალიაში, საბერძნეთში და ესპანეთში“, - განაცხადა ანა კამინსკენემ.

რაც შეეხება ექსპორტს - თანადამფუძნებლის ინფორმაციით, მოლაპარაკებები ევროპისა და აზიის რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს და ღვინო ექსპორტზე, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს გავა.

ღვინოს სრულად უზრუნველყოფს ქარხანა, რომელთანაც ვთანამშრომლობთ და მათ ვენახებში ნაწარმოები ღვინით მზადდება ჩვენი  ღვინისეული სასმელი. საკუთარი ქარხნის მშენებლობა არის ჩვენს სამომავლო გეგმებში, როცა უფრო დიდი იქნება ჩვენი წარმოება. იქიდან გამომდინარე რომ ჯერ 1 წელიც არ შეგვსრულებია, შეგვიძლია ყოველთვიური გაყიდვების მზარდი სტატისტიკით ვიხელმძღვანელოთ და გითხრათ, რომ გაყიდვები ყოველთვიურად იზრდება. ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყანასთან როგორც ევროპის, ასევე აზიის ქვეყნებთან მიმდინარეობს და მიმდინარე წელს გაიგზავნება“, - განაცხადა ანა კამინსკენემ.

გარდა ამისა, მანვე აღნიშნა, რომ კომპანია ახალი პროდუქტის შეფუთვაზე მუშაობს, რომელიც გაყიდვაში დაახლოებით, 1 თვეში  ჩაეშვება.

ცნობისთვის, საქართველოში ბრჭყვიალა ღვინის მწარმოებელი კომპანია - ISTORIA WINE 1 წლის წინ დაარსდა.

გამოგვყევით