logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"პენდანტი" მაღალი საფასო კატეგორიის პროდუქციის დამატებას გეგმავს

საიუველირო მაღაზია "პენდანტი" მაღალი საფასო კატეგორიის პროდუქციის დამატებას გეგმავს. ამის შესახებ "პენდანტის" წარმომადგენელმა გიგა ნებიერიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის საწარმო ძირითადად, საშუალოფასიან პროდუქციას აწარმოებს. 

"მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. წინა წელთან შედარებით, კომპანიის გაყიდვები დაახლოებით, 30%-ით არის გაზრდილი. მიწოდების სერვისი მხოლოდ თბილისში გვაქვს, თუმცა სავარაუდოდ, ბათუმსაც დავამატებთ. პირველ რიგში, "პენდანტის" კონკურენტულობა მდგომარეობს იმაში, რომ სამკაული ჩვენი დიზაინით იქმნება, მათ შორის, მთლიანად ვიზუალური მხარე - ზომა, ფორმა, მასალა და ა.შ. უიშვითესია (მე პირადად არ მინახავს) საქართველოში ასეთი მასშტაბით, საკუთარი დიზაინით შექმნილი როდირებული ვერცხლისა ( შედეგადაც იზრდება ნაკეთობის სიმაგრე, იცავს ნაკაწრებისგან და ნივთს ანიჭებს სიკაშკაშეს)  და უჟანგავი ფოლადის სამკაული იყოს წარმოდგენილი. ამ ყველაფერთან ერთად გვაქვს საუკეთესო ხარისხი, ძალიან კარგი ფასი და ხელსაყრელი ლოკაციები. რაც შეეხება მაღალ საფასო კატეგორიას, მალე აქაც წარმოვადგენთ ჩვენს სამკაულს, რომელიც ასევე ჩვენი დიზაინით იქნება შექმნილი.

ნედლეულს ჩინეთიდან და თურქეთიდან ვიღებთ. გარდა ამისა, ნაწილი პროდუქციის წარმოება ჩინეთსა და თურქეთში ხდება, ნაწილის - საქართველოში. ჩვენ ვთანამშრომლობთ კონკრეტულ ქარხანასთან, სადაც პროდუქცია ჩვენივე დიზაინით იწარმოება", - განაცხადა გიგა ნებიერიძემ.

ცნობისთვის, საიუველირო მაღაზია "პენდანტი" ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა. ამ დროისთვის კომპანიას ბრენდული მაღაზია ბათუმში აქვს, ხოლო თბილისში და რუსთავში 6 სტენდი. კომპანიაში დასაქმებულია 17 ადამიანი.

გამოგვყევით