logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ქვეყანაში არსებული ნებისმიერი პოლიტიკური სიტუაცია ბიზნესს პირდაპირ ეხება" - ნინა კობახიძე

ქვეყანაში არსებული ნებისმიერი პოლიტიკური სიტუაცია - პოზიტიური, თუ ნეგატიური ბიზნესს პირდაპირ ეხება, რადგან ხალხი თუ კმაყოფილი და ბედნიერი არ არის - ეს ბიზნესის გაყიდვებზე ავტომატურად აისახება, - ამის შესახებ "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის ბიზნესმა ინიციატივები სწორად უნდა მიიტანოს მთავრობასთან, რათა ქვეყანა უფრო სწრაფად განვითარდეს.

"ბიზნესმა დავინახეთ, რომ დახურულ კარს მიღმა პრემიერთან, თუ კარს გარეთ ბიზნესი მაინც ხმამაღლა აფიქსირებს თავის პოზიციას და ამის გამოა არავისთვის საყვედური არ უთქვამთ. თანამშრომლებზე არავითარი მითითებები არ ყოფილა თუ რომელ პოლიტიკურ მხარე უნდა დაეჭირა, რაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ დავინახეთ ის, რომ ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ. 

ყველა ერთ აზრზე ვერ იქნება და კარგია, რომ ქვეყანაში არსებობს განსხვავებული აზრი, რადგან სწორად განვითარდეს ქვეყანა. ბიზნესასოციაცია ყოველთვის ცდილობს, რომ ნებისმიერი საკითხი სწორად მიიტანოს ხელისუფლებასთან", - აცხადებს ნინა კობახიძე.

მან აღნიშნა, რომ პრემიერთან შეხვედრაზე ის ყოველთვის ადასტურებს, რომ საქართველოს ევროპული კურსისგან არ გადაუხვევია, თუმცა მიუთითებს იმ პოლიტიკურ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასა და ევროპულის სტრუქტურებს შორის, სამწუხაროდ, არსებობს.

ცნობისთვის, 26 სექტემბერს, ბიზნესასოციაციის ორგანიზებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. 

გამოგვყევით