logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

როგორ ცვლის ახალი XPS-იანი კერამო ბლოკი მშენებლობისადმი მიდგომას

როგორ ცვლის ახალი XPS-იანი კერამო ბლოკი მშენებლობისადმი მიდგომას

1783595780

თანამედროვე მშენებლობაში კონკურენტული უპირატესობა მხოლოდ კონსტრუქციის სიმტკიცით სულ უფრო ნაკლებად განისაზღვრება. დღეს ერთნაირად მნიშვნელოვანია მშენებლობის სისწრაფე, ენერგოეფექტურობა, სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია და პროექტის საერთო ეკონომიკური ეფექტიანობა. სწორედ ამიტომ, სამშენებლო ინდუსტრიაში მასალა, რომელიც ერთდროულად რამდენიმე ამოცანას აგვარებს, აღარ წარმოადგენს მხოლოდ ტექნოლოგიურ სიახლეს, არამედ სამშენებლო ბაზარზე კონკურენციის მნიშვნელოვან წყაროდ იქცევა.

ამ ტენდენციას პასუხობს „მეტეხის კერამო ბლოკის“ ახალი პროდუქტი:  5 კამერიანი კერამო ბლოკი, რომელსაც სხვა მასალებისგან  შიდა კამერებში  ინტეგრირებული საიზოლაციო მასალა - XPS გამოარჩევს. ეს მიდგომა ცვლის მშენებლობის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პრაქტიკას: თუ ტრადიციულად კედლის დათბუნება აშენების შემდეგ ხდება, ახალ ბლოკში ეს ორი ეტაპი უკვე ერთ სისტემად იქცევა.

XPS მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ თბოიზოლაციურ მასალად მიიჩნევა. იგი გამოირჩევა დაბალი თბოგამტარობით, ტენგამძლეობითა და ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადით, რის გამოც თანამედროვე სამშენებლო პროექტებში ფართოდ გამოიყენება.  ახალი კერამო ბლოკის შემთხვევაში, XPS უკვე წარმოების პროცესშია ინტეგრირებული, რაც ნიშნავს, რომ კედლის აშენებისთანავე გათვალისწინებულია მისი თბოიზოლაციის მნიშვნელოვანი ნაწილი.სტანდარტულ ვერსიაში ბლოკის კამერებში XPS საიზოლაციო მასალა ორი ზოლის სახითაა ინტეგრირებული, თუმცა, პროექტის სპეციფიკისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კლიმატური პირობების გათვალისწინებით, შესაძლებელია საიზოლაციო მასალის რაოდენობის გაზრდაც. ასეთი მოქნილი მიდგომა საშუალებას იძლევა, ბლოკის თბოიზოლაციური მახასიათებლები კონკრეტულ გარემო პირობებს მოერგოს და შენობის ენერგოეფექტურობის მაქსიმალური პოტენციალი სრულად იყოს გამოყენებული.

ამ გადაწყვეტის მთავარი უპირატესობა მხოლოდ ენერგოეფექტურობის ზრდა არ არის. იგი პირდაპირ მოქმედებს მშენებლობის ორგანიზებასა და პროექტის ეკონომიკაზეც. როდესაც საიზოლაციო მასალის ცალკე შეძენა, ტრანსპორტირება და მონტაჟი აღარ არის საჭირო, მცირდება სამუშაო ეტაპების რაოდენობა, მუშახელის დატვირთვა და პროექტის შესრულებისთვის საჭირო დრო. შედეგად, სამშენებლო პროცესი უფრო მარტივი, პროგნოზირებადი და ეფექტიანი ხდება.

ეს ფაქტორი თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც დეველოპერული და სამშენებლო კომპანიებისთვის, სადაც ვადებისა და ხარჯების ოპტიმიზაცია პირდაპირ აისახება პროექტის ფინანსურ შედეგებზე, ასევე კერძო სახლის მშენებლებისთვის, რომლებიც ცდილობენ თავიდან აიცილონ დამატებითი სამუშაოები და მომავალში შეამცირონ შენობის ექსპლუატაციის ხარჯები.

ახალი პროდუქტის შექმნა „მეტეხის კერამო ბლოკის“ განვითარების ლოგიკური გაგრძელებაა. საწარმო საქართველოში, სოფელ მეტეხში ფუნქციონირებს და ადგილობრივ ნედლეულს ევროპულ საწარმოო ტექნოლოგიებთან აერთიანებს. კომპანიის განვითარების საფუძველი მრავალწლოვან ევროპულ გამოცდილებას უკავშირდება, რომლის ისტორია მე 19 საუკუნის ბოლოს, ესპანეთში იწყება. თაობების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და თანამედროვე ტექნოლოგიური პრაქტიკა საქართველოში სრულმასშტაბიანი საწარმოო სისტემის შექმნის საფუძვლად იქცა.

„მეტეხის კერამო ბლოკის“ საწარმოში ამჟამად ექვსი ტიპის კერამიკული ბლოკი იწარმოება. თითოეული მათგანი განსხვავდება კამერების რაოდენობითა და დანიშნულებით, როგორც შიდა ტიხრების, ისე გარე კედლებისთვის. კამერების რაოდენობა პირდაპირ უკავშირდება ბლოკის თბოიზოლაციურ შესაძლებლობებს და გავლენას ახდენს შენობის ენერგოეფექტურობაზე. ახალი XPS-იანი ბლოკი ამ ხაზის ყველაზე ინოვაციურ განვითარებას წარმოადგენს, რადგან კამერული სტრუქტურის უპირატესობას დამატებითი ინტეგრირებული თბოიზოლაციაც ემატება.

საწარმოს ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა თანამედროვე ევროპულ საწარმოო ხაზებზეა დაფუძნებული, რომლებიც ადგილობრივ ნედლეულთან არის ადაპტირებული. წარმოების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პროდუქტის სტაბილურ ხარისხს, თბოიზოლაციურ და აკუსტიკურ მახასიათებლებს, კონსტრუქციულ სიმტკიცესა და წონის ოპტიმალურ ბალანსს. სწორედ ამ პარამეტრების ერთობლიობა განსაზღვრავს მასალის პრაქტიკულ ღირებულებას თანამედროვე სამშენებლო პროექტებში.

საიზოლაციო მასალით აღჭურვილი კერამიკული ბლოკის წარმოება ასახავს თანამედროვე სამშენებლო ინდუსტრიის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას - სხვადასხვა ფუნქციის ერთ მასალაში გაერთიანებას, რათა მშენებლობა გახდეს უფრო სწრაფი, ეფექტიანი და ენერგოეფექტური.

„მეტეხის კერამო ბლოკისთვის“ ეს ინოვაცია კიდევ ერთი ნაბიჯია ადგილობრივი წარმოების განვითარებისკენ. საერთაშორისო გამოცდილების, ქართული ნედლეულის და თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტების გაერთიანებით კომპანია ცდილობს შექმნას გადაწყვეტილებები, რომლებიც პასუხობს როგორც პროფესიონალი მშენებლების, ისე კერძო მომხმარებლების მოთხოვნებს და ხელს უწყობს საქართველოში უფრო ხარისხიანი და მდგრადი სამშენებლო პრაქტიკის დამკვიდრებას.

მეტი სიახლისთვის შეგიძლიათ თვალი ადევნოთ “მეტეხის კერამო ბლოკის” გვერდს:  

გამოგვყევით