საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს მიეცა თანხმობა, სს „წყალი მარგებელზე“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაბეღლავის მიმდებარე ტერიტორიაზე გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილება შეიტანოს.
როგორც პრემიერ-მინისტრის განკარგულებაშია აღნიშნული, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის გაზრდილ ოდენობაზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 164 628 ლარი გადაიხადოს.
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 71 მუხლის 13, მე-9 და მე-10 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, სს „წყალი მარგებელზე“ (ს/ნ: 241997158) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაბეღლავის მიმდებარე ტერიტორიაზე გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №10002925 ლიცენზიაში შეიტანოს ცვლილება და №1 წყაროდან მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოსაპოვებელი ჯამური მოცულობა, ლიცენზიის მოქმედების ვადის ბოლომდე, განსაზღვროს ჩამოსხმის მიზნით 131 320.41 მ³-ის ოდენობით, ხოლო სხვა სამეწარმეო დანიშნულებით 140 213.51 მ³-ის ოდენობით, შემდეგ X – 281620 და Y – 4645553 კოორდინატებში არსებულ წყაროზე.
ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის გაზრდილ ოდენობაზე (ჩამოსხმის მიზნით, ჯამში – 78 475 მ³) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადოს 164 628 (ას სამოცდაოთხი ათას ექვსას ოცდარვა) ლარი, ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში“, - აღნიშნულია განკარგულებაში.