logo
Loading data...

"ქალების უმეტესობა ფიქრობს, რომ წარმატების ტემპის შენარჩუნება ოჯახის პარალელურად რთულია" - თამარ ხაჩიძე

"ქალების უმეტესობა ფიქრობს, რომ წარმატების ტემპის შენარჩუნება ოჯახის პარალელურად რთულია" - თამარ ხაჩიძე

1714127400

ქალების უმეტესობა ფიქრობს, რომ წარმატების ტემპის შენარჩუნება ოჯახის პარალელურად რთულია და ჩვენ ვცდილობთ მათ ვაჩვენოთ, რომ წარმატების რიტმის შენარჩუნება შესაძლებელია ოჯახთან ერთად, - ამის შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თამარ ხაჩიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის საკრებულო და გენდერული თანასწორობის საბჭო ორიენტირებულია, რომ ქალებს უფრო მეტი მოტივაცია ჰქონდეთ იმისთვის, რომ მუნიციპალურ საქმიანობაში ჩაერთონ.

"ჩვენს მუნიციპალიტეტში დეცენტრალიზაციის პროცესი სწორად მიმდინარეობს. მისი მთავარი პრინციპებია  ის ფუნდამენტური უფლებები, რაც აქვს მოქალაქეს. ჩვენ ვართ ვალდებული მოქალაქის საჭიროებებს ვუპასუხოთ სწორად და თანმიმდევრულად. ასევე, მნიშვნელოვანია ქალისა და მამაკაცის თანაბარი ჩართულობა პროცესებში. მაქსიმალურად ვცდილობთ უზრუნველვყოთ ქალების ჩართულობა სოფლის კრებებში, მუნიციპალურ ღონისძიებებში და არ დაიკარგოს ქალის ინიციატივა, მათი ხმა და გენდერული თანასწორობის საბჭო ყოველდღიურად ქმედითი ნაბიჯებით ცდილობს, რომ ქალების ჩართულობა იყოს მაღალი. 

გარდაბნის მუნიციპალიტეტი მრავალფეროვანია ეთნიკური უმცირესობებით და აქედან გამომდინარე, ვცდილობთ, რომ მათზე მორგებული სამოქმედო გეგმა გვქონდეს", - განაცხადა თამარ ხაჩიძემ.

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით