logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"1-ელი ივნისიდან ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანოს მანდატი უკვე ჩაირთვება" - გურამ დუმბაძე

"1-ელი ივნისიდან ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანოს მანდატი უკვე ჩაირთვება" - გურამ დუმბაძე

1769689166

ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანო, რაღაც მონეტარულ ზღვარს ზევით, გარდა სამშენებლო სამუშაოებისა, ყველა შესყიდვას გამოაცხადებს, ამიტომ მნიშვნელოვანი ტვირთი შემსყიდველი ორგანიზაციებიდან გადადის ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანოში, - ამის შესახებ  მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გურამ დუმბაძემ განაცხადა.

როგორც გურამ დუმბაძემ აღნიშნა, პირველი ივნისიდან ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანოს მანდატი უკვე ჩაირთვება.

„ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანოს მეშვეობით ახლა უკვე შევძლებთ, რომ გვქონდეს ერთიანი მიდგომა შესყიდვებთან დაკავშირებით, ერთიანი პრაქტიკა, ბიზნესის დაინტერესებაც ძალიან დიდია ერთგვაროვანი შესყიდვის დროს, როდესაც ერთი ორგანო ახორციელებს შესყიდვას. მიმდინარეობს სამუშაოები და ჩვენ პირველი ივნისიდან  გადავალთ განხორციელების ეტაპზე“, - განაცხადა გურამ დუმბაძემ.

გამოგვყევით