logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"აჭარა არის ცხადი მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს საქართველოს ამოუწურავი ეკონომიკური შესაძლებლობების გამოყენებისკენ სწრაფვა"

"აჭარა არის ცხადი მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს საქართველოს ამოუწურავი ეკონომიკური შესაძლებლობების გამოყენებისკენ სწრაფვა"

1728579360

ბათუმი, აჭარა არის ცხადი მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს პირველი გზა, რას ნიშნავს საქართველოს ამოუწურავი ეკონომიკური შესაძლებლობების გამოყენებისკენ სწრაფვა, რას ნიშნავს კავშირი მშვიდობასა და კეთილდღეობას შორის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბათუმში "ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, ბოლო 12-მა წელმა გვაჩვენა, რომ საქმე არა ბედისწერაშია, არამედ იმაში, თუ ვინ მართავს შენს ბედს.

"დავინახეთ, რომ როცა ხელისუფლება ქართველი ხალხის და არა სხვათა ინტერესებს მიჰყვება, მაშინ საკუთარ ბედზე ძალაუფლებაც ქართველი ხალხის და არა სხვათა ხელშია. სწორედ ამიტომ არის 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა არა უბრალოდ დამთხვევა ან ბედის წყალობა, არამედ შედეგი იმისა, რომ ქართველმა ხალხმა ჩვენი ბედის მართვა ჩვენს ხელში ავიღეთ.

წარმოიდგინეთ, რა დღეში იქნებოდა ჩვენი ქვეყანა და ხალხი იმ ლოგიკით რომ მოვქცეულიყავით, რომლითაც მოქმედებდა წინა ხელისუფლება და რომლისკენაც მოგვიწოდებს დღევანდელი ოპოზიცია. რის წინაშე აღმოვჩნდებოდით, ჩვენი ოპონენტების ფეხის ხმას რომ ავყოლოდით, რუსეთისთვის ორმხრივი ეკონომიკური სანქციები და ემბარგო დაგვეწესებინა, საზღვრები დაგვეხურა, საჰაერო და სახმელეთო გადაადგილება ჩაგვეკეტა.

ამ დღეებში, ეს მოთხოვნა ახლა უკვე ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გაისმა, როგორც ულტიმატუმი, როგორც შანტაჟი, როგორც მუქარა. თუ ადრე უარყოფდნენ და ჩვენს ფანტაზიას აბრალებდნენ, რომ თითქოს ვინმე ჩვენგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვდა, ამ რეზოლუციამ საჯარო გახადა ის წნეხი, რომლის ქვეშაც ჩვენი ხელისუფლება მთელი ეს პერიოდი იყო.

და რა იქნებოდა ეს თუ არა ეკონომიკურ ომში შესვლა და ეკონომიკის ჩამოქცევა, როგორც ეს 90-იანი წლების დასაწყისში მოხდა. უამრავი ოჯახი დარჩებოდა შემოსავლის გარეშე, დრამატულად შემცირდებოდა სახელმწიფოს უნარი, დაეფინანსებინა განათლება, ჯანდაცვა, პენსიები, დროულად გაეცა ხელფასები და შემწეობები" , - აცხადებს პაპუაშვილი.

გამოგვყევით