მსოფლიო ბანკი 2025 წელს საქართველოს ეკონომიკის 5.5%-ით ზრდას პროგნოზირებს. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების შესახებ ანგარიშშია ნათქვამი.
აღსანიშნავია, რომ წინა ანგარიშის თანახმად მსოფლიო ბანკი 2025 წელს საქართველოს ეკონომიკის 6%-ით ზრდას პროგნოზირებდა, ხოლო ახლა აღნიშნული პროგნოზი 0.5%-ით შეამცირა.
რაც შეეხება უშუალოდ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს - მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, სავარაუდოდ, შემცირდება 2.4%-მდე 2025 წელს, სანამ 2026-27 წლებში 2.6%-იან მაჩვენებელს მიაღწევს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ იხილოთ რეგიონული მიმოხილვა.
აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების კუთხით, კი მსოფლიო ბანკის პროგნოზით - მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის შენელება 4.5% -მდე 2025 წელს ხოლო 2026-27 წლებში 4.0%-მდე.
მსოფლიო ბანკმა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ქვეყნების 70%-ისთვის შეამცირა.