logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"მნიშვნელოვნად შემცირდა იმპორტის წილი მოხმარებაში" - ლევან დავითაშვილი

"მნიშვნელოვნად შემცირდა იმპორტის წილი მოხმარებაში" - ლევან დავითაშვილი

1712154010

მნიშვნელოვნად გაძლიერდა საქართველოს სატრანზიტო როლი ენერგეტიკული მიმართულებით - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ბუნებრივი გაზის ტრანზიტი მთლიანობაში საშუალოდ 22%-ით, ხოლო სამხრეთ კავკასიური მილსადენით - საშუალოდ 25%-ით გაიზარდა, რაც, ჯამურად, 2020 წელთან შედარებით 92%-იანი ზრდაა.

მინისტრის განცხადებითვე, რეკორდულ მოცულობას მიაღწია ელექტროენერგიის გენერაციამ, ტრანზიტმა და ექსპორტმა.  

“ელ. ენერგიის გენერაციის საშუალო წლიური ზრდა ბოლო სამ წელიწადში 9%-ს გაუტოლდა - ჯამურად 2020 წელთან შედარებით გენერაცია გაზრდილია 29%-ით. მნიშვნელოვნად შემცირდა იმპორტის წილი მოხმარებაში და 2023 წელს რაოდენობრივ გამოხატულებაში ექსპორტმა იმპორტს თითქმის 2-ჯერ გადააჭარბა” - განაცხადა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში მოხსენებისას.

energynews.ge 

გამოგვყევით