logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ბაქრაძე პროკრედიტ ბანკის გუნდს შეუერთდა

პროკრედიტ ბანკ საქართველოს დირექტორთა საბჭოს მრჩევლად გიორგი ბაქრაძე დაინიშნა.

ბანკის ცნობით, გიორგი ბაქრაძე, მაკროეკონომიკურ და კვლევით საკითხებში, შეხედულებებს გაუზიარებს და კონსულტაციას გაუწევს საბჭოს წევრებს, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ეკონომიკური ტენდენციებისა და პროგნოზების შესახებ. იგი ხელს შეუწყობს თანამშრომელთა კომპეტენციის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას.

გიორგი ბაქრაძე ფლობს უილიამს კოლეჯის ეკონომიკური განვითარების ცენტრის და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტების მაგისტრის ხარისხს ეკონომიკაში. მუშაობდა ეროვნულ ბანკში ხელმძღვანელობდა კვლევით დეპარტამენტს და ასევე იყო სებ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, მაკროეკონომიკურ საკითხებში.

გიორგი ბაქრაძე აკადემიურ საქმიანობას ეწევა სხვადასხვა უნივერსიტეტში.

„მოხარულნი ვართ, გიორგი ბაქრაძის ჩვენს გუნდთან შემოერთებით. მისი ექსპერტული ცოდნა და გამოცდილება პოზიტიურ გავლენას იქონიებს ჩვენი ბიზნესის განვითარებასა და ზრდადი ტემპის შენარჩუნებაზე“- განაცხადა პროკრედიტ ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ალექს მატუამ.

გამოგვყევით