logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

BLOOMBERG-ზე 1 დოლარი 2.7080 ლარად ივაჭრება, ბანკებში დოლარი ₾2.7550 ღირს

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 12:25 საათისთვის 1 დოლარი 2.7080-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7128  ლარი შეადგინა.

შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.6630 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 2.7530 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 2.6550 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 2.7550 ლარად.

გამოგვყევით