მიკრობანკების მოგება გაიზარდა. 2026 წლის ოთხ თვეში ბაზარზე არსებული ორი მიკრობანკის, MBC-ისა და "კრისტალის" წმინდა მოგება 7 მილიონი ლარია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 32%-ია.
მაჩვენებლებით "კრისტალი" ლიდერობს. მიკრობანკების მიერ ეროვნულ ბანკისთვის წარდგენილი 2026 წლის 4 თვის ფინანსური მაჩვენებლებიდან ირკვევა რომ, "კრისტალის" მოგება 5.8 მლნ ლარს, ხოლო MBC-ის მოგება 1.2 მლნ ლარს შეადგენს.
ცნობისთვის, პირველი მიკრობანკი ქართულ ბაზარზე 2024 წლის დეკემბერში გამოჩნდა.