logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ₾60 მლნ-ის სახაზინო ობლიგაციები გაყიდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ₾60 მლნ-ის სახაზინო ობლიგაციები გაყიდა

1759148040

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2025 წლის 23 სექტემბერს 5.8-წლიანი 60 მლნ ლარის (22.0 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის სახაზინო ობლიგაციები გაყიდა. მის შესახებ ინფორმაციას Galt&Taggart-ი ავრცელებს. 

ამასთან, მოთხოვნა 3.2-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.248პპ-ით შემცირდა და 9.353% შეადგინა.

უახლესი აუქციონი დაგეგმილია 2025 წლის 7 ოქტომბერს, სადაც 6-თვიანი 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ვალდებულებები და 3.9-წლიანი 50 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ობლიგაციები გაიყიდება.

გამოგვყევით