თბილისში ბინები, რომლებიც 2025 წელს დასრულდება 83% უკვე გაიყიდა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის კვლევაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, გაყიდვების უმეტესი ნაწილი დეველოპერების მიერ შეთავაზებული შიდა განვადებებით განხორციელდა.
"2025 წლის სექტემბერში, ჩვენ ჩავატარეთ სისტემური დეველოპერების გამოკითხვა, რომელიც მოიცავდა 140-ზე მეტ მშენებარე საცხოვრებელ პროექტს თბილისში (ჯამურად პირველადი ბაზრის დაახლოებით 45%-ს).
კვლევის შედეგებზე დაყრდნობით:
• 2025 წლის აგვისტოში შერჩეული დეველოპერების პროექტებში გაყიდული ბინების რაოდენობა ივლისის რეკორდული მაჩვენებლის შემდეგ თვიურად შემცირდა, რაც აგვისტოსთვის დამახასიათებელ სეზონურ შენელებას შეესაბამება. გაყიდვები აგვისტოში წლიურად 12.2%-ით შემცირდა, რაც გასული წლის მაღალი ბაზით იყო განპირობებული. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური დინამიკა ფიქსირდება გაყიდული ბინების ფართობის მიხედვითაც.
• 2025 წლის 8 თვეში ისრაელის მოქალაქეების წილმა შერჩეული დეველოპერების პროექტების გაყიდვებში 12% შეადგინა", - ვკითხულობთ კვლევაში.