logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

29 სექტემბრის მდგომარეობით, ხილის გადამმუშავებელმა საწარმოებმა 4.000 ტონამდე არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა

29 სექტემბრის მდგომარეობით, ხილის გადამმუშავებელმა საწარმოებმა 4.000 ტონამდე არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა

1759140394

დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა 13 ხილის გადამმუშავებელმა საწარმომ 4,000 ტონამდე არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა. ფერმერებმა  მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

„არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წლის 9 სექტემბრიდან ვაშლის მოსავლის დაბინავების პროცესში ფერმერთა ხელშეწყობის მიზნით ამოქმედდა. 

პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას იღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც  2025 წლის 15 დეკემბრამდე, 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 27 თეთრად შეისყიდიან; სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე  10 თეთრის  ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ  ხილის გადამმუშავებელი საწარმოები შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის  რეგიონში.

არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების უზრუნველსაყოფად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ფუნქციონირებს  საკოორდინაციო შტაბი.

გამოგვყევით