logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"მგონია, რომ აბასთუმანი რეგიონში ერთ-ერთ საუკეთესო კურორტად შეგვიძლია ვაქციოთ" - რევაზ სოხაძე

"მგონია, რომ აბასთუმანი რეგიონში ერთ-ერთ საუკეთესო კურორტად შეგვიძლია ვაქციოთ" - რევაზ სოხაძე

1758873360

„ისტორიული უბნების, ისტორიული შენობების რეაბილიტაცია ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა.

მინისტრმა ამ ჭრილში, კურორტ აბასთუმანში მიმდინარე პროექტები მიმოიხილა და თქვა, რომ აბასთუმანი რეგიონში ერთ-ერთ საუკეთესო კურორტად იქცევა.

„აბასთუმანი, რომელიც მგონია, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტია, კიდევ უფრო მეტად უნდა განვითარდეს. ამ მიმართულებით მუშაობას უფრო გავააქტიურებთ. უახლოეს პერიოდში, ჩვენ ახალ შესყიდვას გამოვაცხადებთ, სადაც იქნება გათვალისწინებული იმ შენობების რეაბილიტაცია, რომლებსაც წინა პროექტი არ შეეხო და მგონია, რომ რეგიონში ერთ-ერთ საუკეთესო კურორტად შეგვიძლია ვაქციოთ აბასთუმანი. ამ კუთხით, იცით, რომ ძალიან დიდი როლი აქვს „ქართუ ფონდს“ და ბიძინა ივანიშვილს. როდესაც ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო ამ პროექტზე საუბარი, ალბათ, მაშინ ამ თემას ძალიან ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, მაგრამ დღეს, იქ ჩასულს აბსოლუტურად განსხვავებული სურათი ხვდება“, - აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

მან აბასთუმანი-ბაღდათის ახალი გზის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„მნიშვნელოვანი არტერია, რომელიც არ ფუნქციონირებდა აქამდე - ეს არის აბასთუმანი-ბაღდათის მონაკვეთი, რომლის საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს ახლა და დასასრულს უახლოვდება. ესეც ძალიან მაგარი პროექტია, როდესაც დასავლეთ საქართველოდან პირდაპირ შეგეძლება სამცხე-ჯავახეთში მოხვედრა ამ ულამაზესი გზით“, - განმარტა რევაზ სოხაძემ.

გამოგვყევით