logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

ADB ბათუმი–სარფის გზის მშენებლობას დააფინანსებს

ADB ბათუმი–სარფის გზის მშენებლობას დააფინანსებს

1758888780

აზიის განვითარების ბანკმა (ADB)  360 მილიონი აშშ დოლარის სესხი  დაამტკიცა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურისა და რეგიონული სახმელეთო კავშირების გაუმჯობესებას.

პროექტი უზრუნველყოფს საქართველოს აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალის ბოლო მნიშვნელოვანი მონაკვეთის — საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი, ბათუმიდან სარფამდე მიმავალი ახალი, კლიმატგამძლე გზის მშენებლობას და გააუმჯობესებს ქვეყნის შესაძლებლობებს საგზაო ინფრასტრუქტურის მართვაში.

ბათუმის შემოვლითი გზა საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურაში ADB-ის მხარდაჭერით განხორციელებული კიდევ ერთი პროექტია. საქართველოს გზების მშენებლობაში, როგორიცაა აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალის ორი მონაკვეთი, ქობულეთისა და ბათუმის შემოვლითი გზები, მიმდინარე ჩრდილოეთ–სამხრეთის დერეფანი (ქვეშეთი–კობის მაგისტრალი) და მეორეხარისხოვანი გზები — ADB-ის ჯამური ინვესტიცია 1.1 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.

მან ასევე მხარდაჭერა გაუწია საავტომობილო გზების დეპარტამენტს შესყიდვების, სოციალური და გარემოსდაცვითი სტანდარტების, კონტრაქტების მართვისა და პროექტების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერებაში.

გამოგვყევით