"გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ნინო კობახიძის ინფორმაციით, ლარის კურსის ცვლილება მოსალოდნელი არ არის. ამის შესახებ ნინო კობახიძემ ბიზნესს ასოციაციის კონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
"შეხვედრაზე ლარის კურსთან დაკავშირებით გაჟღერებული ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო - ლარი შენარჩუნებულია და კურსის ცვლილება მოსალოდნელი არ არის. ეს ყველაფერი ეკონომიკური პარამეტრების შესასრულებლად ძალიან მნიშვნელოვანია. ლარის ინდექსი, ზოგადად, ბიზნესის მოლოდინებს გამოხატავს. ინვესტიციების მიმართულებით ხელშეწყობა უნდა იყოს, არა მხოლოდ საერთაშორისო ინვესტორებისთვის, არამედ ადგილობრივი ბიზნესს მოთამაშეებისთვის", - აღნიშნავს ნინო კობახიძე.
ცნობისთვის, დღეს, 26 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, სხვადასხვა, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.