logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

პაატა კურტანიძე: დღეს გამართულ კონფერენციაზე მხოლოდ ბიზნესთან დაკავშირებით ვისაუბრეთ

დღეს გამართულ კონფერენციაზე მხოლოდ ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებზე ვისაუბრეთ, - ამის შესახებ “ავერსის“ დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ კონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ღონისძიებაზე 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საკითხი არ განხილულა.

“ვისაუბრეთ ბიზნესზე. 4 ოქტომბერსა და რაიმე დაშინებაზე საუბარი არ მახსოვს, რომ იყო”, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.

გამოგვყევით