logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ბიზნესს განვითარების კუთხით დადებითი მოლოდინი აქვს" - შავლეგ მიშველაძე

ბიზნესს არა მხოლოდ არსებული სტატუს-კვოს განწყობა, არამედ დადებითი მოლოდინი აქვს მომავალი განვითარების კუთხით, - ამის შესახებ "გალფის" ბიზნესის განვითარების დირექტორმა შავლეგ მიშველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ მომზადებულ ტრადიციულ ინდექსში ყველა ციფრი ცალსახად მიუთითებს იმას, რომ ვითარება სტაბილურია.

მან ასევე, EBRD-ის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 7%-მდე გაზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნულს უაღრესად მნიშვნელოვანი საფუძვლები აქვს და კონკრეტულ კვლევებს ემყარება.

გარდა ამისა, შავლეგ მიშველაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ბიზნესის წარმომადგენლების ერთობლივ კონფერენციაზე ბიზნესის მხრიდან კონკრეტული კითხვები დაისვა, რაზედაც პრემიერმა ყველა კითხვას ამომწურავი პასუხები გასცა.

"კონფერენციაზე საუბარი შეეხო, მათ შორის, სასოფლო სამეურნეო მიწების არასასოფლო დანიშნულებაში გადაყვანის საკითხს, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით დაგეგმილ ცვლილებებზე და სხვა”, - აღნიშნა მან.

"შევქმენით სასწავლო ცენტრი, რომლის მიზანია ცნობიერების ამაღლება, ჩართულობა სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში და გამოცდილების გაზიარება"

"შევქმენით სასწავლო ცენტრი, რომლის მიზანია ცნობიერების ამაღლება, ჩართულობა სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში და გამოცდილების გაზიარება"

გამოგვყევით