logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში სკოლების აშენება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია" - რევაზ სოხაძე

"მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში სკოლების აშენება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია" - რევაზ სოხაძე

1758826140

სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ლოკაცია გვაქვს, სადაც სკოლის მშენებლობა არის გაპრობლემებული, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, ამ პრობლემის გადასაჭრელად, მთავრობა სკოლების პროექტის სტანდარტიზაციას მოახდენს.

„მე და მთავრობაც ზუსტად ასე ვუყურებთ, რომ სკოლა არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეიძლება რაღაც სპორტული ობიექტის მშენებლობას დააგვიანდეს, თუმცა ესეც არ უნდა ხდებოდეს ასე, თუმცა, სკოლა არის დაკავშირებული ბავშვების ყოველდღიურობასთან, განათლებასთან. ამიტომ, სკოლა არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ ჩვენი მხრიდან ოპერატიულობა და ოპერატიული გადაწყვეტები, ანუ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში სკოლების აშენება, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

აქედან გამომდინარე, მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩვენ ყველანი შევთანხმდით, რომ მაქსიმალურად მოვახდენთ სტანდარტიზაციას სკოლების პროექტების და დღეს, მუნიციპალური განვითარების ფონდს აქვს გამოცხადებული სტანდარტული არქიტექტურული პროექტების შესყიდვაზე ტენდერები. პირობითად, ჩვენ გვექნება 500 ბავშვიანი სკოლის ტიპური პროექტი, რომელსაც ყოველ ახალ ლოკაციაზე, სადაც ამის საჭიროება იქნება და განათლების სამინისტრო განგვისაზღვრავს, რომ ესა თუ ის ადგილი არის პრიორიტეტული, ჩვენ იქ დავიწყებთ ამ სკოლის მშენებლობას“, - განმარტა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

მისივე თქმით,  სტანდარტიზაცია მნიშვნელოვანია პროცესის მნიშვნელოვნად დაჩქარებისთვის.

გამოგვყევით