logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"შევქმენით სასწავლო ცენტრი, რომლის მიზანია ცნობიერების ამაღლება, ჩართულობა სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში და გამოცდილების გაზიარება"

"შევქმენით სასწავლო ცენტრი, რომლის მიზანია ცნობიერების ამაღლება, ჩართულობა სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში და გამოცდილების გაზიარება"

1758895904

შევქმენით სასწავლო ცენტრი, რომლის მთავარი მიზანიცაა, როგორც ჩვენი გუნდის წევრებში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ასევე ჩართულობა სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში, კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ნაწილში ცნობიერების ამაღლების კუთხით, - ამის შესახებ GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეხმიანება სააგენტოს ძირითად მიზნებსა და ამოცანებს.

„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პროექტი ამ მიმართულებით, რომელიც განათლების სამინისტროსთან ერთად მიმდინარე წელს დავიწყეთ. დაახლოებით 50-ზე მეტ სკოლაში, უფროსკლასელებთან, უკვე გვქონდა შეხვედრები, ჩავატარეთ ცნობიერების ამაღლების კამპანიები. ეს პროექტი გრძელდება და წლის ბოლომდე დამატებით კიდევ 25-მდე სკოლას ვეწვევით. ზოგადად, ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და ამის შედეგია ისიც, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით მომართვიანობა გაზრდილია. გარდა ამისა, გვყავს სხვადასხვა შერჩეული, დაინტერესებული ჯგუფები, როგორებიცაა - ბიზნესსექტორი, სხვადასხვა მომხმარებელთა ჯგუფები, რომლებიც კავშირში არიან ჩვენთან და ამ კუთხით, ჩვენ ყოველთვის გვაქვს შეხვედრები, რომლებიც ემსახურება ინფორმაციის გაცვლას,“- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

გამოგვყევით