logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"სექტორში ძირითადი პარამეტრები მუდმივად არსებობს, შედეგს შრომა და დრო სჭირდება" - "არქის" დირექტორი

ძირითადი პარამეტრებია რაც ყოველთვის არის და ამას დრო, ნაბიჯების გადადგმა და ბევრი შრომა სჭირდება, - ამის შესახებ სამშენებლო კომპანია “არქის” გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმა სამშენებლო სექტორში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან ასევე ისაუბრა დღეს პრემიერ-მინისტრთან ერთად ერთობლივად გამართულ კონფერენციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ არჩევნებზე, ან რაიმე დაშინებაზე საუბარი არ ყოფილა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სხვადასხვა მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.

გამოგვყევით