logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"თბილისში, აგვისტოში 2 858 ბინა გაიყიდა" - Galt & Taggart

2025 წლის აგვისტოში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, თბილისში, გაყიდული ბინების რაოდენობამ 2,858 შეადგინა, აქედან მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 0.3%-ით შემცირდა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის კვლევაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, ივლისში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებლების შემდეგ, 2025 წლის აგვისტოში გაყიდვები შემცირდა, როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე.

კვლევის მიხედვით, 2025 წელს, 8 თვეში დედაქალაქში, სულ 25,636 ბინა გაიყიდა და ჯამურმა ღირებულებამ 2.0 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

"მიწოდების მხარეს, გაცემული ნებართვების მოცულობა კვლავ გაიზარდა აგვისტოში. ამასთან, ფასმაც ზრდა განაგრძო როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე.

პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 17.8%-ით შემცირდა (8 თვეში +1.8% წ/წ).

ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით (რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს), 2025 წლის აგვისტოში გაყიდვები პირველად ბაზარზე წლიურად 12.2%- ით შემცირდა, რაც ნაწილობრივ 2024 წლის აგვისტოს მაღალი ბაზით იყო განპირობებული. აგვისტოში გაყიდვები თვიურადაც შემცირდა, რაც აგვისტოსთვის დამახასიათებელ სეზონურ შენელებას შეესაბამება. ჯამურად, 2025 წლის 8 თვეში ბინის გაყიდვები წლიურად 0.5%-ით გაიზარდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოგვყევით