ჩეხური სტარტაპი Bene Meat Technologies პირველია, რომელმაც ლაბორატორიაში გამოყვანილ ხორცზე ევროკავშირის რეგისტრაცია მიიღო.
ხორცი შინაური ცხოველების საკვებად გამოიყენება. ევროკავშირის რეგისტრაციის შემდეგ, კომპანია გეგმავს წარმოება რამდენიმე ტონით გაზარდოს.
Bene Meat Technologies მმართველმა დირექტორმა რომან კრიზმა Reuters-ს განუცხადა, რომ კომპანია ასევე გეგმავს გატესტოს პროდუქტის გემოვნური თვისებები ცხოველებისთვის პრაღის ამჟამინდელ ლაბორატორიაში და ამასთან, საწარმოსთვის ახალ შენობას ეძებს.
მისი თქმით, წარმოებაში გამოიყენება ცოცხალი ცხოველების უჯრედები, რომლებიც ჭურჭელში იზრდებიან და რომელიც ცნობილია როგორც ბიორეაქტორი. ის საკვები ნივთიერებების მარაგით იკვებება. დამატებით დეტალებზე კომპანიაში არ საუბრობენ.
დღეისთვის, გლობალურად რამდენიმე საწარმო იბრძვის, რათა კომერციულად სიცოცხლისუნარიანი, ლაბორატორიაში მოყვანილი ხორცისა და თევზის პროდუქტები განავითაროს. მით უფრო, რომ იზრდება იმ მომხმარებელთა რიცხვი, რომლებიც შეშფოთებულნი არიან ეთიკური საკითხებით. შეშფოთებას იწვევს გარემოზე მეცხოველეობის ზემოქმედება, რაც სათბურის გაზების ემისიების ერთ-ერთი მთავარი წყაროა.