logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

Samsung-ის ხელმძღვანელს საბუღალტრო თაღლითობასა და საფონდო მანიპულაციას ედავებიან

სეულის ცენტრალური საოლქო სასამართლო გეგმავს 5 თებერვალს Samsung Electronics-ის აღმასრულებელი თავმჯდომარის ჯეი ი. ლის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანოს. კომპანიის ხელმძღვანელს ბრალი წაყენებული აქვს საბუღალტრო თაღლითობისა და აქციების ფასის მანიპულაციის საკითხებზე, რაც უკავშირდება Samsung-ის ფილიალების $8 მილიარდიან შერწყმას 2015 წელს.

გასული წლის ნოემბერში პროკურორებმა ლის მიმართ მოითხოვეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მისი სავარაუდო მონაწილეობისთვის Samsung C&T-თან აფილირებული კომპანიების ჯგუფურ შერწყმაში. ლი ეჭვმიტანილია აქციების ფასის მანიპულირებაში და სხვა არასწორ ქმედებებში, რაც ბრალდებულს მინორიტარი ინვესტორებისგან მოგების გაზრდაში დაეხმარა.

სეულის ცენტრალურ საოლქო სასამართლოში მოსმენისას, პროკურორებმა ლი და სხვა ყოფილი აღმასრულებლები კაპიტალის ბაზრის აქტის დარღვევაში დაადანაშაულეს, რითაც შესაძლებელი გახდა 2015 წელს შერწყმის განხორციელება და რაც დაეხმარა ლის მეტი კონტროლი აეღო ჯგუფის ფლაგმანურ Samsung Electronics-ზე.

ლიმ და სხვა აღმასრულებლებმა დანაშაული უარყვეს და განაცხადეს, რომ შერწყმა და სააღრიცხვო პროცესები, რომლებზეც პროკურორები აპელირებდნენ, მენეჯმენტის ნორმალური საქმიანობის ნაწილი იყო.

გამოგვყევით