logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ოთარ ედიშერაშვილი უხელმძღვანელებს

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ოთარ ედიშერაშვილი უხელმძღვანელებს

1770034706

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ახალი თავმჯდომარე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.

 მინისტრმა ოთარ ედიშერაშვილს წარმატება უსურვა იმ მნიშვნელოვანი საქმიანობის განხორციელებაში, რომელიც საქართველოს უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვას, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და დაცული ტერიტორიების მდგრად განვითარებას ემსახურება.

„ოთარ ედიშერაშვილს აქვს სხვადასხვა სფეროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, ახალი ხედვებით განვავითაროთ დაცული ტერიტორიების სააგენტო და წარმატებით ვუპასუხოთ როგორც არსებულ, ისე სამომავლო გამოწვევებს. დაცული ტერიტორიები და მისი ბიომრავალფეროვნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმდიდრეა, რითიც ჩვენი ქვეყანა საინტერესო და უნიკალურია; სწორედ ამიტომ, მათი მართვა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასა და სისტემურ მიდგომას მოითხოვს. დარწმუნებული ვარ, ახალი თავმჯდომარე შეძლებს წარმატებით მართოს სააგენტო ისე, რომ, ერთი მხრივ, დაცული იყოს ეს უნიკალურობა და, მეორე მხრივ, დასათვალიერებლად ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

 ოთარ ედიშერაშვილმა მადლობა გადაუხადა მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის და მზადყოფნა გამოთქვა გუნდური მუშაობის პრინციპზე დაყრდნობით უხელმძღვანელოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს.

გამოგვყევით