თბილისის სატრანსპორტო კომპანია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ბიზნესპარტნიორი" უცვლელად გთავაზობთ:
"თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ კონტრაქტორი კომპანია “სილქნეტის” ოპტიკური სადენის დაზიანების გამო, დღეს დილიდან, დედაქალაქში განთავსებული ელექტრო ტაბლოები მუშაობს შეფერხებით. შეფერხება ფიქსირდება ასევე კომპანიის მობილურ აპლიკაციაში, რის გამოც მომხმარებლები ვერ სარგებლობენ აღნიშნული სერვისით.
“სილქნეტის” შესაბამისმა ტექნიკურმა ჯგუფმა ოპერატიულ რეჟიმში იმუშავა აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, დაზიანება აღმოფხვრილია და ყველა სერვისი აღდგება უმოკლეს პერიოდში. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო,"- ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.